fbpx
მიგრაციაპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 10 ათასამდე მიგრანტი შეაჩერა

საბერძნეთმა თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე 10 ათასამდე მიგრანტი შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ მიგრანტების ნაწილმა მესაზღვრეებს ქვები და ლითონის ჯოხები დაუშინა. ამასთან, საბერძნეთის პოლიციის, ცნობით, კიდევ 500 ადამიანი ზღვაში დააკავეს, როცა ისინი კუნძულებზე განლაგებულ მიგრანტთა ბანაკებისკენ მიემართებოდნენ.

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. ამის მიზეზი სირიაში, იდლიბში სიტუაციის გამწვავება გახდა. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ვალდებული არ არის, ამდენი მიგრანტი მიიღოს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ, ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს, ამიტომ ჩვენ საზღვრები გავხსენით“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს.

თურქული მედიის ცნობით, 29 თებერვალს ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, პირველ მარტს კი  ამ რიცხვმა 30 ათასს მიაღწია.

imedinews.ge

p. s. სირიაში, იდლიბში მიმდინარე მოვლენების გამო, ექსპერტთა აზრით, არსებობს საშიშროება, რომ ევროპისკენ მიგრანტთა ახალი დიდი ნაკადი დაიძრას – მათი პროგნოზით, შესაძლოა 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწიოს საცხოვრებლის დატოვება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close