მსოფლიოკულტურა

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ლუვრი დაიკეტა

პარიზში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ლუვრის მუზეუმი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. ამის შესახებ განცხადება მუზეუმის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პირველ მარტს, დილით მუზეუმის დასათვალიერებლად მისულ ვიზიტორებს ლუვრი დაკეტილი დახვდათ. ადმინისტრაციის ცნობით, დახურვის მიზეზი თანამშრომელთა საგანგებო თათბირი იყო, რომელზეც მუზეუმის დროებით დაკეტვის საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებმა მუზეუმის დროებით დაკეტვას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია და მას მთელი მსოფლიოდან მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, აიკრძალოს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელშიც 5000-ზე მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ghn.ge

p. s. ამ დროისთვის საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ Le Monde-ი წერს. მათგან 12 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა, 116 ჰოსპიტალიზებულია იზოლირების მიზნით, 9 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საფრანგეთი იტალიის შემდეგ ეპიდემიის „მეორე კერაა“ ევროპაში, მას მოსდევს გერმანია (სადაც კვირას უკვე 129 ადამიანი იყო ინფიცირებული).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close