newsსაქართველო
თბილისში ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული მედია წერს (ვიდეო)
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL-ი წერს.
„ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, – წერს გამოცემა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანელი კაცი და საავადმყოფოში მოთავსებული სხვა პაციენტები, რომლებსაც ინფექცია არ დაუდგინდათ, აბასთუმანში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
imedinews.ge
კომენტარები