fbpx
კინო/ფილმებიnews

ტომ კრუზი კორონავირუსის გამო იტალიაში კარანტინში მოათავსეს

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი და მასთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის წევრები კორონავირუსის გამო იტალიაში საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტომ კრუზი და მისი კოლეგები ვენეციის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში – Gritti Palace-ში იზოლირებულად მოათავსეს. წინასწარი ცნობით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა კარანტინში ორშაბათამდე, 2 მარტამდე იქნებიან.

ტომ კრუზი გონდოლაზე და ქალაქის ღირსშესანიშნაობების ფონზე „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის რამდენიმე „ექშენ-სცენის“ გადასაღებად  ვენეციაში 20 თებერვალს ჩავიდა გადამღებ ჯგუფთან ერთად, თუმცა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ფილმის გადაღებები შეჩერდა.

სტუდია Paramount-ში აცხადებენ, რომ გადაღებები სხვა დროს გაიმართება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close