fbpx
საზოგადოებასაქართველო

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და მოემზადება საკარანიტო ზონის შესაქმნელად.

„კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამჟამად 88 პაციენტის მიღება შეუძლია.

„ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. პერსონალი დარჩება, ამწუთას დასრულდა პერსონალის ტრენინგი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული, როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი, როგორ უნდა მოვექცეთ პაციენტებს, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close