fbpx
რჩევები

თუ აფთიაქში პირბადე არ დაგხვდათ, ნუ იდარდებთ, გააკეთეთ სამედიცინო ნიღაბი საკუთარი ხელით (ვიდეო)

პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა.

როგორც „რადიო თავისუფლებამ“ გაარკვია, ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე, არც PSP-ს ქსელშია პირბადეები თბილისის მასშტაბით, გარკვეული მარაგია დარჩენილი რეგიონებში.

ამ ეტაპზე ნიღბების შეძენა შესაძლებელია „ჯიპისის“ ქსელში.

ნიღბების მარაგი აქვს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელსაც.

თუმცა, მოგეხსენებათ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

მარჯვე ხელებით, შესაძლებელია თვითნაკეთი პირბადის გაკეთება, თანაც ისეთის, ექსკლუზიურად მარტო თქვენ რომ გექნებათ – გააფერადეთ, მოხატეთ ან სტიკერებით დაამშვენეთ ( 🙂 ), მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ნიღაბიც, ისევე როგორც ქარხნული, 1-2 საათში ერთხელ უნდა ცვალოთ.

და დაუჯერეთ ისეთ ავტორიტეტს, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსი – იგი აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალი იყო, როდესაც კორონავირუსი გრიპს შეადარა და მოსახლეობას ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდა“.

იგივე უნივერსალური წესი ეხება ნიღბის ტარებას: როცა მოიხსნით, ნუ შეინახავთ, დაუყოვნებლივ გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ წყლით და საპნით. ხელების დაბანის პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 30 წამი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close