იტალიასაზოგადოება

იტალია: 650 ინფიცირებული, 17 გარდაცვლილი; საკოს საავადმყოფოში კორონავირუსის იტალიური შტამი გამოყვეს

მილანის დუომო ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიაში ამ დროისთვი 650-ს მიაღწია, კიდევ სამი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა ლომბარდიაში და გარდაცვლილთა რიცხვი 17-ს შეადგენს. 3-ივე გარდაცვლილი 80 წელზე მეტი ასაკისაა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მეთაურმა ანჯელო ბორელიმ საგანგებო სიტუაციის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლომბარდიაში კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

„ყველაფერი ნორმალურადაა, წითელ ზონაში პრობლემები არ არის, – განაცხადა მან. – დეპარატამენტმა 35 000-ზე მეტი სამედიცინო ნიღაბი გაგზავნა ემილია-რომანიაში, პიემონტში, ლომბარდიასა და ვენეტოში“.

მილანის საკოს საავადმყოფოს ექიმებმა კორონავირუსის იტალიური შტამი გამოყვეს. ამის თაობაზე „ანსას“ ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მასიმო გალიმ განუცხადა. მისი თქმით, გასული კვირიდან მოყოლებული მიმდინარეობს კვლევა და მკვლევარებმა კოდონიოს მკვიდრი 4 პაციეტის კორონავირუსის შტამები გამოყვეს; ვირუსები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებული განვითარება აქვთ ცალკეული პაციენტის შემთხვევაში. პროფესორის თქმით, ეს აღმოჩენა მკვლევარებს საშუალებას მისცემს, „თვალყური მიადევნონ მოლეკულურ თანმიმდევრობას და თითოეულ ვირუსს, რათა გაიგონ, როგორ ვრცელდებოდა ის და რამდენი ხნის განმავლობაში. შემდეგი ნაბიჯი იქნება ანტისხეულების გამომუშავების კვლევა და, შესაბამისად, ფარმაცევტული ლაბორატორიების მიერ ვაქცინის შექმნა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება“.

ანჯელო ბორელის თქმით, მილანის დუომო კვლავ გაიხსნება ტურისტებისთვის. „მე ველაპარაკე Veneranda Fabbrica del Duomo-ს და გამაცნო სურვილი, რომ ტაძარი გაიხსნას. დუომოს საკათედრო ტაძარი – ეს განსაკუთრებული ეკლესიაა, ის იღება კარებების მართვის საშუალებით, რამდენიმე ტურისტს შეუძლია ერთდროულად შესვლა ჭადრაკული შესასვლელებით, ბილეთები კი ონლაინ სალაროებში გაიყიდება“, – განაცხადა ბორელიმ.

„ანსას“ ინფორმაციით, მილანის დუომო, რომელიც ამჟამად ტურისტებისთვის დაკეტილია, სავარაუდოდ, 2 მარტს გაიხსნება; Veneranda Fabbrica del Duomo ორგანიზებას მოახდენს, რომ შესასვლელებში ტურისტების თავმოყრა არ მოხდეს, ამიტომ ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close