კორონავირუსი ყველასთვის საშიში არ არის
ეზოთერიკოსების შეხედულება ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის შესახებ
კორონავირუსის თემა წამყვანი ამბების სათავეშია, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ტერიტორია, სადაც ეპიდემიის ცენტრები გაჩენა ხდება, ფართოვდება. 26 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოც ეპიდემიის გავრცელების არეში შევიდა. სანამ ვირუსოლოგები, ექიმები და ფარმაცევტები გამალებით მუშაობენ ვაქცინის შემუშავებაზე, ანალიზის არატრადიციული, ეზოთერული მიდგომების წარმომადგენლები საკუთარ შეხედულებას გვთავაზობენ იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა არის კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების სულიერი მიზეზები.
დისტანციური ხედვის ტექნოლოგიების ტრენერისა და კონსულტანტის, ანდრეი კოჩენოვსკის განცხადებით, „მისი და და წამყვანი ეზოთერიკოსების შეხედულებების თანახმად, ნებისმიერი ვირუსი კოლექტიური კარმის მატერიალიზაციაა და ერთგვარ გამწმენდ სუბსტანციად გვევლინება“.
„ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვირუსი ყოველთვის ადამიანთა დიდი თავშეყრის ადგილებში ჩნდება. X X საუკუნის გრიპის ყველაზე საშინელი პანდემია 1918-1919 წლებში მოხდა, 18 თვე გაგრძელდა და მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა: სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაშინ დაზარალებულთა რიცხვმა 50-100 მილიონს მიაღწია. საინტერესოა, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება სწორედ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, გარდამავალ პერიოდში. ეჭვგარეშეა, რომ ვირუსული აქტივობის ფენომენი პლანეტის გარკვეულ წერტილებში ადამიანური რესურსების მასობრივ კონცენტრაციას უკავშირდება.
კორონავირუსი წარმოშობით ჩინეთიდან არის – ქვეყნიდან, რომელიც ჭარბადაა დასახლებული და სადაც კოლექტივიზმის ძლიერი ეგრეგორი* არსებობს, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიაზეა აღმოცენებული. კოლექტიური კარმის** ფენომენი იქ უფრო სწრაფად შეიძლება გამოვლინდეს, რადგან მოსახლეობის რაოდენობა დიდია. ამასთან, ჩინეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ინოვაციები მუდმივად განახლებადია და ქვეყანა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ტექნიკური პროგრესის მიმართულებით, მისი ნაციონალური ეგრეგორი მუდმივად ახალ-ახალი ენერგიებით იკვებება და ძლიერდება. ასეთ ტერიტორიაზე კარმის ნაყოფი უფრო სწრაფად მწიფდება და მისი განხორციელებაც დაჩქარებული ტემპით იჩენს თავს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, – ასკვნის ექსპერტი, – რომ კორონავირუსი ჩინეთის კოლექტიური კარმის სასჯელი გახდა“.
არსებობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჯერ ერთი, COVID-19-ის აფეთქება მეგაპოლის უჰანში მოხდა. მცირე ქალაქებსა და სოფლებში ვირუსი არ გავრცელებულა. ეს შემთხვევითი არ არის. მსხვილ ქალაქებში ადამიანების აზრობრივი, მენტალური ინფორმაციისა და ეთერული სხეულების უზარმაზარი კონცენტრირება ხდება, ამიტომ იქმნება საფუძველი ინფორმაციული ვირუსების გაჩენისთვის, რომლებიც მოგვიანებით ბიოლოგიურ დონეზე ვლინდება. მეორეც, ვირუსის გააქტიურება დაიწყო სახელმწიფო დღესასწაულის პერიოდში, ქვეყანამ ეროვნული ახალი წელი აღნიშნა.
„თუ ადამიანი ასეთ დროს ხვდება დიდ ქალაქში, 80%-მდე ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ მას დაავადების სიმპტომები გამოუვლინდება, – აღნიშნავს ანდრეი კოჩენოვსკი. – რა ხდება? მასზე ზემოქმედებს კოლექტიური ველი, რომელიც ხალხის ზოგად განწყობას, მათ აზროვნების ფორმებს ასახავს. თუ ადამიანი შეეწინააღმდეგება ამ ველის ზეგავლენას ინფორმაციულ-ენერგეტიკულ დონეზე, მოხდება მხოლოდ დაავადების იმიტაცია, რაიმე სახის ემოციური დატვირთვა – ფიზიკური გამოვლინების გარეშე. ამრიგად, სხეულმა თავი დაიცვა მავნე მასობრივი პროგრამის შემოჭრისგან – უარყოფითი ემოციების ნაკადებისა და მენტალური გამოსახულებებისგან. თუ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს ინფორმაციულ ჰიგიენაზე, ენერგეტიკულ თავდაცვაზე ( იხ. სტატია: გათავისუფლდით უარყოფითი ენერგიისგან – ორი მარტივი მეთოდი), არ ესმის საზოგადოებასთან ენერგეტიკული კომუნიკაციის, ენერგეტიკული ველის – ეგრეგორის კანონები, მოქმედებაში არ მოყავს საკუთარი ინტუიცია (იხ. სტატია: როგორ განვივითაროთ ინტუიცია: ჭეშმარიტი სურვილების გაგების 8 ხერხი) – ვირუსს ორგანიზმში შესაღწევი გზა ხსნილი აქვს. სხეული იწყებს ბრძოლას და აქ კი სხვადასხვა შედეგი შეიძლება დადგეს. ყველაფრის თავიდან აცილება ჯერ კიდევ ინფიცირების ეტაპამდეა შესაძლებელი“.
ექსპერტის აზრით, ადამიანმა უნდა იგრძნოს, იცოდეს და გააცნობიეროს, სად წავიდეს და რომელ ადგილებს უნდა უფრთხოდეს, რომელ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა აიცილოს თავიდან, რომელი საკვები შეიძინოს და ა. შ. დასკვნა ასეთია: ყოველ ჩვენგანს აქვს ნებისმიერი დაავადებისა თუ ვირუსისგან თავდაცვის საშუალებები. ისინი ჩვენშივეა ჩადებული და მათ, უბრალოდ, აქტივირება სჭირდება, რწმენითა და სუფთა აზრებით ცხოვრება. დაზიანებული ბიოველის (იხ. სტატია: დაავადების სულიერი და ენერგეტიკული მიზეზები) მქონე ადამიანის დასნებოვნება ვირუსით გაცილებით იოლად ხდება. ვირუსი, აგრეთვე, აზიანებს მათ, ვინც არ მიისწრაფვის იყოს ინდივიდი, პიროვნება, არ ცდილობს საკუთარ არსში წვდომას. ის თავის მსხვერპლს პოულობს იმ ადამიანებში, რომლებიც გათქვეფილნი არიან მასაში, საერთო ნაკადს მიჰყვებიან და არც ცდილობენ მისგან გამოყოფას, ვინც შაბლონური აზროვნების ტყვეა“.
„ვირუსული შეტევა ინდიკატორია იმისა, არის თუ არა ადამიანი პიროვნება, თუ იგი მხოლოდ მასის ნაწილია“, – ასკვნის სპეციალისტი.
* ეგრეგორი (ბერძნ. ἐγχύρος „ფხიზელი”) – ენერგოინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანების დიდი ჯგუფის (საზოგადოების) აზრებისა და ემოციებისგან გამოყოფილი სულიერი ენერგიით და დახვეწილ სამყაროში დამოუკიდებელ არსებობას იძენს. ეგრეგორი ამ საზოგადოების ენერგეტიკული ველით იკვებება და ემოციების ხარისხსა და სიმძლავრეზე დამოკიდებული ძალა აქვს. მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ რელიგიური ეგრეგორები: ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმის, არსებობს, აგრეთვე, სოციალური, ქვეყნების, კლანური, გვარის და ა. შ. ეგრეგორები. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის საფრთხით გამოწვეული პანიკა მსოფლიოს მასშტაბით ასევე ეგრეგორია და ის ადამიანების შიშით იკვებება.
** კარმა, კამმა (სანსკრიტ. „მოქმედება, მოვალეობა, საქმიანობა“) – ერთ-ერთი მთავარი კონცეფციაა ინდურ რელიგიებსა და ფილოსოფიებში, საყოველთაო მიზეზ-შედეგობრივი კანონი, რომლის თანახმად, ადამიანის (ერის) სამართლიანი ან ცოდვილი მოქმედებები განსაზღვრავს მის ბედს, მის მიერ გადატანილ ტანჯვას ან სიამოვნებას. კარმის კანონი ფიზიკურ პლანზე ახორციელებს ადამიანის (ერის) მოქმედებების შედეგებს, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს და ამით ადამიანს (ერს) პასუხისმგებლობას აკისრებს მის ცხოვრებაზე. შედეგებს ანუ „კარმის ნაყოფს“ კარმა-ფჰალა ეწოდება.
ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები