რჩევებიშეუცნობელი

დაავადების სულიერი და ენერგეტიკული მიზეზები

თითოეულ ადამიანს საკუთარი ბიოველი აქვს, რომელსაც გარე სამყაროდან მომდინარე ნეგატიური ზეგავლენა განსაზღვრავს. ზოგჯერ ეს დაცვა სუსტდება, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბიოველის შესუსტება შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს, რასაც, თავის მხრივ, დაავადებებთან მივყავართ.

სულიერი და ენერგეტიკული დაავადებების მიზეზები ბევრია. ეზოთერიკოსები აღნიშნავენ, რომ ისინი შეიძლება წარმოიშვას არასწორი აზრების, ქცევისა და მოქმედებების გამო, რაც უარყოფითად მოქმედებს კარმაზე. ასეა თუ ისე, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ბიოველს ასუსტებს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს და გადაუდებელ ჩარევასა და კორექტირებას მოითხოვს.

როგორ აღვადგინოთ აურა და ბიოველი საკუთარი ძალებით

აურა შედგება 7 ჩაკრისგან, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სხეულის გარკვეულ ფუნქციონირებაზე. მათი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბიოველზე. აურის შემცირება და დარღვევები მასში გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით:

  • დაავადება;
  • სტრესი, დეპრესია;
  • რეგულარული ფიზიკური და ემოციური გადაღლა;
  • სხვისი უარყოფითი ენერგიების ზეგავლენა;
  • ძილის დარღვევა;
  • სამსახურსა თუ სახლში ხშირი კონფლიქტური სიტუაციები.
აურაში ხვრელების“ ამოვსება

ყველას შეუძლია დამოუკიდებლად აღიდგინოს საკუთარი აურა და ბიოველი. ამისათვის თქვენს შინაგან მდგომარეობას მუდმივად უნდა უღრმავდებოდეთ და გაიგოთ, საიდან მოდის უარყოფითი ენერგია.

აურის აღდგენა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისათვის ადამიანს ცოტა ძალისხმევა სჭირდება. თავდაპირველად უნდა გაანალიზოთ საკუთარი ცხოვრება, თვალი გადაავლოთ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ საკუთარი სხეულის, ემოციების მოსმენა, პასუხი თავისთავად ამოტივტივდება.

განსჯა, წყენა, ბრაზი, ზედმეტი ლაპარაკი და უარყოფითი შეხედულებები სხვებზე მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ენერგეტიკას. აურაში ხვრელი ჩნდება. ის ძალიან სწრაფად წარმოიქმნება და თუ დროზე არ მიხედეთ, ოზონის ხვრელივით შეიძლება გაფართოვდეს. შედეგად კი მის ამოსავსებად გაცილებით მეტი ძალისხმევა და დრო დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში დახმარების რამდენიმე გზა არსებობს:

  1. ლოცვა. ეს მეთოდი მორწმუნეთათვის შესანიშნავად გამოდგება. ტაძარში სიარული, მონანიება, აღსარება, მარხვა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. ბიოველის გაწმენდის ამაზე უფრო ღრმა და ძლიერი მეთოდი არ არსებობს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ნათელი და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ. მორწმუნეები რეგულარულად უნდა დადიოდნენ ეკლესიაში. ტაძრის შიგნით კი ეცადეთ ყოველთვის გუმბათის ქვეშ დადგეთ. ამ ადგილს ენერგიის უძლიერესი მუხტი აქვს.
  2. დასვენება. ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრება არა მხოლოდ სხეულის დასვენება, არამედ სამშვინველისაც. მუსიკა კარგად ეხმარება აურის ბიოველის გაჯანსაღებას. ის უნდა იყოს მშვიდი, მელოდიური, დამამშვიდებელი, მედიტაციური. ამ დროს ადამიანი უნდა განიცდიდეს სასიამოვნო შეგრძნებებს და სიმშვიდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან ძილს. ამ პერიოდის განმავლობაში აღდგება სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. ღამით ძილის წინ კარგია თბილი აბაზანის მიღება. აბაზანაში შეგიძლიათ დაამატოთ მოდუნების ხელშემწყობი ეთერზეთები (ლავანდი, ფორთოხალი, ილანგ-ილანგი). შეგიძლიათ გარშემო სურნელოვანი სანთლები აანთოთ. თავისთავად, სანთლის ალიც დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. თუ ადამიანი მედიტაციით (იხ. სტატია: მედიტაციის მარტივი მეთოდი დამწყებთათვის სტრესსა და დეპრესიასთან გასამკლავებლად) არის დაკავებული, მანტრის ან აფირმაციების (იხ. სტატია – როგორ გავხადოთ ცხოვრება უკეთესი) წარმოთქმა შეიძლება. მშვიდი დასვენება აქტიურს უნდა ენაცვლებოდეს. ეს შეიძლება იყოს სპორტი, ფიტნესი, ცურვა, უბრალოდ, სიარული. მთავარია, პოზიტიურად იფიქროთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ეცადეთ, არასასიამოვნო სიტუაციებისგან განთავისუფლდეთ. არ დაანებოთ საკუთარ ჭკუას (იხ. სტატია: როგორ გვატყუებს საკუთარი ჭკუა…) თავს მოგახვიოთ დიდი ხნის განმავლობაში მათი დაუსრულებელი განხილვა, დამახსოვრება და გაანალიზება გონებაში. ამან შეიძლება რომელიმე დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. უკმაყოფილება, ბრაზი, სიძულვილი, წუწუნი – ეს ყველაფერი თქვენს აურაში ხვრელებს აჩენს და სიცოცხლის ძალებს ასუსტებს.
  3. იყავით ერთიანი ბუნებასთან. ადამიანი სამყაროს ნაწილია და ბუნებასთან ყოველთვის ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს ხელს უწყობს სიცოცხლის ძალების ნაკადების სწორ დინებას, ენერგეტიკის გაძლიერებასა და ნეგატიურისგან გათავისუფლებას. ბუნებაში არსებობს რამდენიმე სტიქია, რომლებთანაც ადამიანები ერთიანობაში უნდა იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ძლიერ ზემოქმედებას ეს სტიქიები შესაფერის ზოდიაქოს ნიშნებზე იქონიებენ:
  • მიწა. მიწის ძლიერი ძალა ხელს უწყობს აურის გაწმენდას, აღადგენს ბიოველს. ამ მეთოდიკის გამოსაყენებლად ადამიანმა კონტაქტი უნდა დაამყაროს მიწასთან. ეს ნიშნავს მიწაზე დაჯდომას ან დაწოლას, სასურველია ამ დროს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი გეცვათ. თუ ზამთარია ან ცივა, მაშინ უბრალოდ ხელით შეეხეთ მიწას. აზრები ფოკუსირებული უნდა იყოს უარყოფითი ფიქრების მოშორებასა და გაწმენდაზე. გაითვალისწინეთ, რომ მიწას წამყვანი ხელით უნდა შეეხოთ.
  • წყალი. ამ შემთხვევაში ბუნებრივი წყარო გჭირდებათ და არა – ონკანის წყალი. შესანიშნავად გამოდგება მდინარე, ტბა, ზღვა, გოგირდის აბანოებიც კი, თუ იქ გამდინარე წყალში ჩაწვებით. უმჯობესია წყალში იბანაოთ. თუ ამინდი ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უბრალოდ ხელები დაისველეთ. წყალი ხელს უწყობს ადამიანის სულიერი მდგომარეობის განკურნებას. წყლით აურის გაწმენდა სახლშიც შეგიძლიათ. ამისათვის ის შუშის ჭურჭელში ჩაასხით და მთელი ღამით ღია ცის ქვეშ დატოვეთ. მეორე დღეს იგი აბაზანის წყალს დაუმატეთ და ჩაწექით. ასეთი კოსმოსური მუხტი წყლის თვისებებს აძლიერებს. ის თქვენს ბიოველს გაწმენდს და ენერგეტიკას გააძლიერებს.
  • ცეცხლი. ცეცხლი ნეგატივის გასანადგურებელ ყველაზე მძლავრ სტიქიად შეიძლება ჩაითვალოს. ის გამოიყენება სხვადასხვა ცერემონიაში, წმენდს ოთახს. კოცონთან მჯდომ ადამიანს შეუძლია კარმის გასუფთავება – ამის შემდეგ თავს მაშინვე უკეთესად იგრძნობთ. განსაკუთრებით ეფექტიანია ბუხრის წინ მედიტაცია. ამ დროს ყველა ჩაკრა პოზიტიური ენერგიით იკვებება. თუ ცეცხლის ანთების შესაძლებლობა არ გაქვთ, სანთელი დაანთეთ. განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს 12 სანთლისგან გაკეთებულ დიდ წრეში დაწოლა. მანამ უნდა იწვეთ, სანამ სანთლები მთლიანად არ დაიწვება. ამის შემდეგ ადამიანი სიმსუბუქესა და შვებას გრძნობს.
  • ჰაერი. ჰაერის გამოყენება თავისებური მეთოდია, რომელსაც სხვებისგან განსხვავდება. ეს ელემენტი თავისი კაპრიზულობით გამოირჩევა, ამიტომ ბიოველის გასასუფთავებლად სპეციალური კვამლი გამოიყენება. ეს პრაქტიკა უძველესი დროიდან მოდის. სამკურნალო მცენარეების კვამლი ასუფთავებს აურას დაზიანებისა და ნეგატივისგან. ამისათვის მშრალი ბალახეული გამოიყენება: სალბი, წიწვები, აბზინდა. ასეთი თერაპიისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკმეველი და ლოცვა წაიკითხოთ.

ყველამ უნდა იცოდეს და გამოიყენოს ასეთი ტექნიკები. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური სხეულისგან არ შევდგებით. დღევანდელ დღეს მეცნიერებაც აღიარებს, რომ ფიზიკური სხეულის გარდა ადამიანს სხვა სუბსტანციებიც აქვს. ბიოველის მკურნალობა შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ. გარემო სამყარო ჩვენზე ხომ განუწყვეტლივ ზემოქმედებს. მთავარია, ხელში აიღოთ საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები, არ გადადოთ ეს პროცესი „ორშაბათისთვის“ (იხ სტატია: „გადადებული ცხოვრების სინდრომი“ ანუ რას ელოდები იმისთვის, რომ ცხოვრება დაიწყო?), პოზიტიურად იფიქროთ და ეს ენერგია სხვებსაც გადასცეთ.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close