კინო/ფილმები

კირკ დუგლასმა შვილებს ანდერძით არაფერი დაუტოვა

ახლახან გარდაცვლილმა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა კირკ დუგლასმა ანდერძით მთელი ქონება, თითქმის 80 მლნ აშშ დოლარი, თავის საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარები კირკ და ანა დუგლასების საბავშვო ცენტრი, კირკ დუგლასის სახელობის თეატრი კალვერ სიტიში და ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოა.

მსახიობის ქონების ნაწილი ნიუ-იორკის წმინდა ლავრენტის სახელობის უნივერსიტეტს გადაერიცხება ხელმოკლე სტუდენტების დასახმარებლად.

ანდერძის თანახად, კირკ დუგლასმა თავის შვილებს – მაიკლ, ჯოელ და პიტერ დუგლასებს, რომლებიც 2 ქორწინებიდან ჰყავს (მეოთხე, უმცროსი ვაჟი ერიკი, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარდა, 2004 წელს გარდაცვლილი იპოვეს), არაფერი დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ მაიკლ დუგლასის ქონება მამამისისას ბევრად აჭარბებს – სამას მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კირკ დუგლასი ვაჟიშვილებთან ერთად

კირკ დუგლასის სამსახიობო კარიერა ჰოლივუდის ოქროს ხანას დაემთხვა. ყველაზე ცნობილ ფილმებს შორის, რომლებშიც კირკ დუგლასი მონაწილეობდა, შედის: „ტუზი სახელოში“ (1951), „დეტექტიური ისტორია“ (1951), „ავები და ლამაზები“ (1952), „სიცოცხლის სიყვარული“ (1956), „დიდების ბილიკები“ (1957), აგრეთვე, „სპარტაკი“ (1960) – სწორედ ამ უკანასკნელით შეიყვარა იგი ქართველმა მაყურებელმა.

„სპარტაკი“

მთლიანობაში მსახიობის აქტივში 80 ფილმია. 1996 წელს მან საპატიო „ოსკარი“ მიიღო წარმატებული კარიერისთვის.

კირკ დუგლასი 6 თებერვალს გარდაიცვალა 103 წლის ასაკში.

ამავე თემაზე: კირკ დუგლასი გარდაიცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close