მსოფლიოსაზოგადოება

თურქმენეთმა, რომლის ტერიტორიის 80% უდაბნოა, დიდი ბრიტანეთისგან 1,3 მლნ გირვანქა სტერლინგის ქვიშა შეიძინა

ცენტრალურ აზიაში მდებარე თურქმენეთმა, რომლის ტერიტორიის 80% უდაბნოა, დიდი ბრიტანეთისგან 1,3 მილიონი გირვანქა სტერლინგის ქვიშა შეიძინა. 10 ათასი ტონა ქვიშას დოღის ბილიკების მოსაწყობად გამოიყენებენ.

ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, ახალ ქვიშას და ცხენოსნობისთვის საჭირო სხვა მასალებს ლანკაშირიდან თურმქმენეთში აპრილში ჩაიტანენ. საიმონ ბოუენი ამბობს, რომ ქვიშა, სინთეტიკურ მასალებთან და ცვილთან ერთად, დოღის ბილიკის ერთ-ერთი კომპონენტია.

კომპანიის წარმომადგენელმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქმენული ქვიშა ტექსტურის და ფორმის გამო ცხენოსნობისთვის არ გამოდგება.

თურქმენეთი ბოლო პერიოდში სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ცდილობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზომა ცხენესნობას არ შეხებია. ცხენი თურქმენეთის ნაციონალური სიმბოლოა, ამასთანავე, საყოველთაოდ ცნობილია, თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის სიყვარული ცხენების მიმართ.

მსოფლიოში ახალტეკეს ჯიშის ცხენების 10%-ს სწორედ გურბანგული ბერდიმუხამედოვი ფლობს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close