საქართველოსაზოგადოება

10 წლის ნიკუშას, „პატარა ლუის“, ინსულტი აქვს – ბავშვის „დასახმარებლად“ ყალბი ანგარიშები იქმნება (ვიდეო)

ამ პატარა ბიჭს, ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირს რომ გვაგონებს, ინსულტი განუვითარდა.10 წლის ნიკუშა ჭიჭიკოშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის.

ჟურნალისტი თათია ზუხბაია ქართველი „ლუი ანდერსონის“ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. იგი წერს, რომ იქმნება ყალბი ანგარიშები და ოჯახი ამაზე წუხს.

„რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი.თუმცა, ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!

ჰოდა, მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება…

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება სხვა მორალია!!

ასეთი მამის შვილები ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან, არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი!

ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ!
მიდი გამოჯამრთელდი!“ – წერს ჟურნალისტი.

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს საქართველოში ინტერნეტვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში, პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს.

პატარა ნიკუშას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმლით ცხოვრობს.

აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო. როგორც ჟურნალისტი თათია ზუხბაია ერთ-ერთ პოსტში წერს „მერე ცუდი ექიმები ჩაერივნენ და მისი გახვრეტა მოახერხეს“. ახლა ინსულტი…

უსაყვარლეს ნიკუშას, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ საქართველოს, nostal,ge მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!

გთავაზობთ „იმედის“ სიუჟეტს ნიკუშას შესახებ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close