იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 11 გარდაცვლილი, 325 ინფიცირებული – ასეთია ბოლო მონაცემები

გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 11-ს მიაღწია – რამდენიმე საათში კიდევ 4 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა: 84 წლის მამაკაცი ნემბროდან (ბერგამოს პროვინცია), 91 წლის მამაკაცი სან ფიორანოდან, 83 წლის ქალი კოდონიოდან (ლოდის პროვინცია) და 76 წლის ქალი, რომელიც ტრევიზოს (ვენეტოს რეგიონი) რეანიმაციაში მოათავსეს სუნთქვის პრობლემის გამო. როგორც საგანგებო სიტუაციათა კომისარმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა სამოქალაქო დაცვის პრესკონფერენციაზე, იტალიაში 325 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 3 – სიცილიაზე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბარსელონაში – ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა 36 წლის იტალიელ ქალს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს. იგი ბარსელონაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბერგამოსა და მილანში მოგზაურობიდან.

ტიროლში (ავსტრია) ორ  იტალიელს დაუდგინდა კორონავირუსი. ისინი ბერგამოდან არიან. სხვადასხვა მედიის ცნობით, ინსბრუკის (ტიროლის ფედერალური მიწის ადმინისტრაციული ცენტრი) სასტუმრო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი ქალი მუშაობს, იზოლირებულია. წყვილი ამჟამად ინსბრუკის ჰოსპიტალში იმყოფება კარანტინში. ისინი ტიროლში გასულ კვირას მანქანით ჩავიდნენ.

„იტალიაში ხანდაზმული მოსახლეობაა და ამით აიხსნება სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2-3%.  ხანდაზმული ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან, ამას გრიპიც ადასტურებს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, გრიპისგან დაცვა ვაქცინას შეუძლია, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს… ერთადერთი მეთოდი დაცვისა არის ეპიდემიის გავრცელებს შეზღუდვა“, – განაცხადა სანიტარიის უმაღლესი ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების განყოფილების გამგემ ჯოვანი რეზამ.

მისი თქმით, სანამ ეპიდემიის „ინდექს შემთხვევა“ გამოვლინდებოდა კოდონიოში (38 წლის მამაკაცი), კორონავირუსი უკვე ცირკულირებდა რეგიონში, ლოდის პროვინციაში, 1-2 კვირის განმავლობაში და ამას უკავშირდება ინფიცირებულთა რიცხვის ასე სწრაფად ზრდა. თითქმის ყველა შემთხვევა სხვა რეგიონებშიც ლოდის პროვინციიდან, „ეპიდემიის ეპიცენტრიდან“ მოდის.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close