სპორტი

ძიუდო: ქართველების 2 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო დიუსელდორფის გრან სლემზე

გურამ თუშიშვილი და ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 21-23 თებერვალს დიუსელდორფში გამართულ გრან სლემზე 4 მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი ოქრო. ჩემპიონები გახდნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი, ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მან 23 თებერვალს უზბეკი, ტაჯიკი, სამხრეთკორეელი და ბრაზილიელი მეტოქეები იპონით დაამარცხა, ფინალურ ორთაბრძოლაში კი გერმანელ იოჰანეს ფრეის 46 წამში ასევე იპონით მოუგო და სამდღიანი შეჯიბრების ბოლოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

წინა სატურნირო დღის დასასრულს დარბაზში საქართველოს ჰიმნი 20 წლის ტატო გრიგალაშვილის დაჯილდოებისას გაისმა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების წევრი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფოტო

ფინალამდე ტატო გრიგალაშვილმა ხუთ მეტოქეს სძლია, მათ შორის, მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონებს – იაპონელ ტაკენორი ნაგასესა და გერმანელ ალექსანდრ ვიჩერზაკს.

საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე ოთხი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა 115 ქვეყნის ნაკრებებს შორის.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close