fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს:

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის ხუთ რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტი, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე – http://www.protezionecivile.gov.it/home.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალიამ საგანგებო ზომები შემოიღო – კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 132-ს მიაღწია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close