გათავისუფლდით უარყოფითი ენერგიისგან – ორი მარტივი მეთოდი
დროთა განმავლობაში ადამიანი უარყოფით ენერგიებს აგროვებს – რა თქმა უნდა, მისი სურვილისგან დამოუკიდებლად, ეს კი ნორმალურ ცხოვრებასა და წარმატებების მიღწევაში უშლის ხელს. ზოგადად, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ღმერთის რწმენას საოცრად დიდი ძალა აქვს და ეხმარება ადამიანს, თავი დაიცვას უარყოფითი ენერგიების გავლენისაგან. მრავალი ათასი წლის განმავლობაში ბევრი დიდი სულიერი მოძღვარი/გურუ საუბრობდა ღვთაებრივ ძალაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანის დაცვა შეუძლია. გარდა რელიგიისა, არსებობს უარყოფითი ენერგიებისგან განწმენდის არაერთი გზა. ამჯერად ორ მარტივ, ადვილად შესასრულებელ პრაქტიკულ მეთოდს გაგაცნობთ.
წყალი
ზღვაში ან ოკეანეში ცურვა საუკეთესო საშუალებაა უარყოფითი ენერგიისგან განსაწმენდად, მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ, მარილიანი (უმჯობესია ზღვის) თბილი წყლის აბაზანაც გამოდგება. წყალში ჩაწოლისას თქვით ის სიტყვები, რომლებიც ძალას გაძლევთ და მომავლის რწმენით აღგავსებთ. აბაზანაში 20 წუთის განმავლობაში იწექით, დახუჭული თვალებით და გაიხსენეთ ბედნიერი მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, წარმოიდგინეთ ნათელი მომავალი. წყალი ყოველგვარ დაღლილობას „ჩამოგრეცხავთ“ და დადებითი ენერგიით აგავსებთ.
დამიწება
ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალურია. საკმარისია მიწაზე ან ქვიშაზე დაჯდეთ. ხელები და ფეხები ნიადაგში ან ქვიშაში ჩაუშვით. უმჯობესია ამის გაკეთება ხის გვერდით, რადგან მისი ფესვები სწრაფად „მიიტაცებენ“ მთელ უარყოფით ენერგიას. გაატარეთ ასეთ მდგომარეობაში 10 წუთი დახუჭული თვალებით. როგორც წყლის შემთხვევაში, მხოლოდ კარგზე უნდა იფიქროთ და გონების თვალით წარმოიდგინოთ, თუ როგორ უშვებთ მიწაში მთელ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც დაგიგროვდათ. რიტუალის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ბუნებას თქვენი დახმარებისთვის.
თამთა გურული
კომენტარები