fbpx
პოლიტიკასაქართველო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა დაინიშნა.

დავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2018 წწ. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში  სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, კერძოდ: აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე; იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ასევე, ახალი ელჩები ჰყავს  საქართველოს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close