საქართველოსაზოგადოება

აფრიკაში მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. მათთან ერთად გატაცებულია სხვა ქვეყნების კიდევ 6 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებისას მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, მეზღვაურების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

„ყველა ჩვენი პარტნიორი არის ჩართული. საბერძნეთში ჩვენი გენერალური საკონსულო და საკონსულო მუშაობენ ამ თემაზე. ყველა ზომას ვიღებთ, მათ შორის, გემმფლობელებთანაც კავშირზე ვართ იმისთვის, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება გემის მფლობელ კომპანიასთან კავშირზეა და მოქალაქეების ზუსტი იდენტიფიცირების შემდეგ გატაცებულთა ოჯახებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close