ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

ინვალიდი ლეკვისა და მტრედის უჩვეულო მეგობრობის ისტორია (ვიდეო)

აშშ-ში ძაღლი, რომელიც ვერ დადის, დაუმეგობრდა მტრედს, რომელიც ვერ დაფრინავს. უჩვეულო მეგობრობის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი ლანდი ქალაქ როჩესტერის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მოხვდა, რომელიც თანდაყოლილი გადახრების მქონე ცხოველებზე ზრუნავს. ლეკვის უკანა თათები არ ფუნქციონირებს. მალე ორგანიზაციაში მოხვდა მტრედი სახელად გერმანი, რომელიც ვერ დაფრინავს.

გერმანმა და ლანდიმ საერთო ენა სწრაფად იპოვეს და მთელ დღეებს ერთმანეთთან ჩახუტებულები ატარებენ. მათი მეგობრობის ისტორია სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close