fbpx
მედიცინამსოფლიოnews

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს.

კომპანია Zhejiang Hisun Pharma-ს მიერ წარმოებული პრეპარატის სახელად Fawailaway-ს ბაზარზე შესვლის ნებართვა სურსათისა და მედიკამენტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა.

ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წამალი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალოდ დაამტკიცეს.

ტაიჩჟოუს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კორონავირუსის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 1665 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 69 000-ს აღწევს.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close