ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 თებერვალი

17-იდან 23 თებერვლის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში განწყობის ცვალებადობა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს თქვენს შრომისუნარიანობაზე, ამიტომ თუ საკუთარ თავს მსგავს ცვლილებებს შეატყობთ, სამსახურში სთხოვეთ, რომ ცოტა ხნით დაგასვენონ. ამ დღეებში რეკომენდებულია შეხვდეთ მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

23 თებერვალს ახალი მთვარეა. კვირას სასარგებლო იქნება გეგმების შედგენა. ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ, მალევე ახდება! შეიძლება მცირე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა ისინი მხოლოდ  განწყობას გაგიფუჭებენ, ამიტომ დიდად ნუ ინერვიულებთ.

 

ვერძი

ვერძებო, თქვენი გონიერება ამ კვირაში მისაბაძია. ენდეთ ინტუიციას და არაფრის შეგეშინდეთ – ეს კვირა სავსეა მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებით. წარმატებები ფინანსურ სფეროში საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ დავალიანებას და იფიქროთ რამდენიმე დიდ შენაძენზე. მაგრამ ეცადეთ,  რომ ყიდვის დროს ზომიერება გამოიჩინოთ და კარგი ფასდაკლების გამო ზედმეტი ნივთები არ შეიძინოთ? საოჯახო საქმეები ამ დღეებში მშვენივრად მიდის. თაყვანისმცემლები კვირის ბოლოს გააქტიურდებიან. ეს დღეები ლამაზი შეხვედრებითა და რომანტიკით დაგამახსოვრდებათ.

 

კურო

ამ კვირის განმავლობაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს წონასწორობას ვერავინ დააკარგვინებს – რუტინული სამუშაოც კი ვერ შეძლებს მათთვის განწყობის გაფუჭებას – ფლირტის ხასიათზე ხართ, თუმცა სამსახურებრივი რომანის წამოწყებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. ფრთხილად იყავით, იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე და გახსოვდეთ, რომ კოლეგები ყველაფერს ხედავენ და ესმით.  ამ დღეებში სიამოვნებას მოგანიჭებთ საზოგადოებრივი საქმიანობა,  ბიზნესპარტნიორები კი ძვირფას ადამიანებად მოგეჩვენებათ (იქნებ ასეც არის) კეთილდღეობისკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ საოჯახო საკითხებზე სასურველია სხვა დროს იფიქროთ. ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ მოდუნდეთ და ოჯახის წევრებმა იზრუნონ თქვენზე. შაბათ-კვირა კარგია მოგზაურობისთვის.

 

ტყუპი

ტყუპებო, ამ შვიდი დღის განმავლობაში ბევრი სასწაული გელით, მაგრამ ფორტუნასთან შესახვედრად უნდა მომზადებაა საჭირო. მიიღეთ კარგი განაწესი – შეიტანეთ ნათელი ფერები ოფისის მოსაწყენ ატმოსფეროში. მთავარია, რომ უფროსი არ ნერვიულობდეს – ის შეიძლება სიყვარულმა გაიტაცოს, ამ შემთხვევაში საქმეს მთელი გუნდი დაივიწყებს. პრობლემები კი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან კონკურენტები ახლოს არიან – ამ პერიოდის განმავლობაში ისინი გააქტიურდებიან. რა თქმა უნდა, თქვენთან ღიად კონკურენციას ვერავინ გაბედავს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. კვირის შუა რიცხვებში შეიძლება შორეული ნათესავები გესტუმრონ – სახლი თავდაყირა დადგება, მაგრამ ეს წვრილმანებია. თაყვანისმცემლები შეივრალეთ და შაბათ-კვირას ჩაიზე დაპატიჟეთ.

 

კირჩხიბი

ამ კვირის განმავლობაში კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებმა შეგიძლიათ საკუთარ თავს უწოდოთ იღბლიანი, ბედნიერი ან ბედის ნებიერა – ნებისმიერი ვარიანტი მისაღები იქნება. სამსახურში ყურადღების ცენტრში ხართ, რადგან ძნელია არ შეამჩნიო ასეთი ნიჭიერი ადამიანები – გამოიყენეთ პროფესიონალიზმი და ხიბლი და წარმატება თქვენია. მიზანშეწონილია ამ დღეებში თავი შეიკავოთ გაღიზიანებისგან  – ყველას აქვს თავისი სისუსტეები, ასე რომ, დაბნეულ კოლეგებსა და ახირებულ უფროსზე ყურადღების გამახვილება სრულიად უსარგებლოა. სიყვარულის ცა ცისარტყელას ყველა ფერითაა მოხარტული, მაგრამ ყველაზე მეტი წითელი ფერია –  ვნებიანი რომანი გელით. შეიყვარეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ  სიყვარულის გვერდით პრობლემებიც ბევრია. სასურველია ეს შაბათ-კვირა შინაარსიანად გაატაროთ – მიიღეთ სავიზიტო ბარათები შემოქმედი მეგობრებისგან, დიდი ხანია გელოდებიან გამოფენებზე, კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებზე.

 

ლომი

ლომებო, თქვენ ცნობილი ინტელექტუალები ხართ, მაგრამ ზოგჯერ უნდა დაისვენოთ – ვარსკვლავები ამას დაბეჯითებით გირჩევენ. ისწავლეთ ზოგიერთი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.  დაკავდით საქმეებით, მაგრამ გაქექილ კოლეგებს საშუალებას ნუ მისცემთ, რომ კისერზე დაგასხნენ და თავიანთი საქმეებიც თქვენ გადმოგაბარონ (ამჯერად უფრთხილდით მათ დაშაქრულ ენებს). თქვენი ინტუიცია ამ შვიდი დღის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრდება და შინაგანი ხმა მუდმივად ჭკვიანურ იდეებსა და სწორ გადაწყვეტილებებს გაწვდით.  შაბათ-კვირას დაკავდით საოჯახო საქმეებით – კარგი იქნება, თუ ბინის განახლებაზე იზრუნებთ.

 

ქალწული

ქალწულებო, ზოგჯერ პირდაპირი მოქმედებაც სასარგებლოა, მაგრამ ამ კვირაში სასურველია შემოვლითი გზები მოძებნოთ. უფროსი აფასებს თქვენს უნარს, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა, რომ რომ ამ დღეებში კომპრომისზე წასვლა ისწავლოთ და კოლეგების აზრიც გაითვალისწინოთ. ერთფეროვნებას ვერ უძლებთ, მაგრამ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არის მოსალოდნელი – შეხედეთ კალენდარს, თებერვალი, პრინციპში, არ შეიძლება მოსაწყენი იყოს. მართალია, სამსახურში ყველაფერი ერთი და იგივეა, მაგრამ სახლში დიდი თავშეყრა და მხიარული აურზაურია. ოჯახის უფროსი წევრები რემონტისთვის ემზადებიან, ბავშვები კი შაბათ-კვირას მოუთმენლად ელოდებიან. მოგიწევთ იმედი გაუცრუოთ თაყვანისმცემლებს, რომლებსაც ორი რომანტიკული დღის მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული, თქვენ კი შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად გატარებას არჩევთ.

 

სასწორი

სასწორებო, ამბიციურები ხართ და თქვენი ეს თვისება დაფასდება. განახორციელეთ ცხოვრებაში  თქვენი დიადი გეგმები და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც თქვენს გვერდითაა და დახმარებას გიწევთ. პრინციპში, არ გჭირდებათ გარშემომყოფების რჩევა, მაგრამ ზოგჯერ სასარგებლო იქნება ახლო მეგობრების მოსაზრების მოსმენა – მეგობრები გაცილებით უკეთ გიცნობენ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. უამრავი სამუშაო გექნებათ და თქვენც  მზად ხართ მთელი კვირის განმავლობაში იმუშაოთ, მეტიც, დასვენების დღეებიც კი დაივიწყოთ. მაგრამ ეს არ არის მიზანშეწონილი – დრო ოჯახის წევრებსაც უნდა დაუთმოთ. ზამთრის ამ კვირას სასიყვარულო ასპარეზზე შესაძლებელია რომანტიკული სიურპრიზები.

 

მორიელი

ეს კვირა, ფაქტობრივად, მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. ზუსტად ასე ფიქრობს თქვენი უფროსი და შესაძლოა მივლინებაში გაგიშვათ. ნუ დარდობთ – მოგზაურობისას სასარგებლო კონტაქტების დამყარების შანსი გექნებათ. თქვენს ირგვლივ ყველაფერი მშვენივრადაა – გავლენიანი ადამიანები მზად არიან თქვენთან კომუნიკაციისთვის. შეეცადეთ უფრო ტოლერანტული იყოთ ადამიანების მიმართ – ეს რჩევა პროფესიონალურ სფეროს ეხება. როგორც ამბობენ, ყველას თავისი „ოფოფები“ ჰყავს და არც თქვენი კოლეგები არიან გამონაკლისი. სამსახურში ყველანაირი ადამიანები არიან, სამაგიეროდ არ მოიწყენთ. შაბათ -კვირას ყველანაირ სამუშაოს დაივიწყებთ და სასიყვარული ამბებზე გადაერთვებით: შეგიყვარდებათ, იფლირტავებთ, რომანს გააბამთ.

 

მშვილდოსანი

ნიჭის დამალვა შეუძლებელია და ამ კვირაში მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ამ მხრივ ბრწყინავენ, ირგვლივ მყოფებს აოცებენ თავიანთი შესაძლებლობებით. მშვილდოსნებო, პროფესიონალური სფერო თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო საქმისთვის კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანია.  უფროსი თქვენ გარშემო ტრიალებს, სურს დაგიმეგობრდეთ და ერთ ფინჯან ყავაზე თქვენთან ისაუბროს. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა კონკურენტები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული: იმოქმედეთ და წარმატება თქვენს ხელთაა! შაბათ-კვირას კი, უბრალოდ, უნდა დაისვენოთ მეგობრების, თაყვანისმცემლების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში.

 

თხის რქა

თქვენი ლოგიკა უმაღლეს წერტილშია, ინტუიცია კი – იდეალურად სრულყოფილი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ კვირაში ყველაფერი საუკეთესოდ მიგდით. საკუთარი ტემპით მუშაობთ და სხვებმა ისწავლეს თქვენთან ადაპტირება, ყველაზე ზარმაცი კოლეგებიც კი ახერხებენ თქვენი დავალებების შესრულებას. მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, რათა  უნებურად უფროსობა არ გაანერვიულებთ. ასევე კარგად წარიმართება სასწავლო აქტივობები – დარეგისტრირდით რამდენიმე კურსზე, ან დაიწყეთ ენის შესწავლა. ამ შვიდი დღის განმავლობაში სასიყვარულო სფერო სავსეა რომანტიკით. შესაძლოა გული და ხელიც შემოგთავაზონ. იქნებ ღირდეს დათანხმება?

 

მერწყული

მერწყულებო, ეს კვირა ბრწყინვალე იქნება. თქვენ გიყვართ მუშაობა და იცით, როგორ უნდა იმუშაოთ, ამიტომ დროა მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ – ვარსკვლავები გპირდებიან, რომ პროფესიულ სფეროში ბედნიერი დრო დადგება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება შესანიშნავი – შეგიძლიათ მოძებნოთ პარტნიორები საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად. მთავარია, ფული რაღაც სისულელებში არ გადაყაროთ, როგორც ადრე. მეგობრებთან კომუნიკაცია ინტენსიური იქნება – არც კი იცოდით, თუ ამდენი მეგობარი გყავდათ (მაგრამ ფული ასესხეთ მათ, ვინც უკან დაგიბრუნებთ – აი, ასეთი მეგობარი კი რამდენიმე იქნება). სასიყვარულო სფეროში მოვლენები აქტიურად მიმდინარეობს, თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივით.

 

თევზები

თევზებო, ნამდვილი ნიჭი გაქვთ, რომ წარმოუდგენელ სიტუაციებში ჩაერთოთ – ვარსკვლავები თვალს გადევნებენ და გპირდებიან, რომ ეს კვირა სავსე იქნება მხიარული სიურპრიზებით. საერთოდ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გიყვართ – უამრავი თავგადასავალი. თქვენი ოპტიმიზმით შეგიძლიათ მთები გადადგათ, რომ არაფერი ვთქვათ სარისკო საქმეებზე – გენიოსად გაღიარებენ (ყველა პრობლემას ადვილად წყვეტთ). მაგრამ ნუ იქნებით ძალიან მიმნდობი და სხვების გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით – თქვენს ფულს თვალი დაადგეს თაღლითებმა, ამიტომ დაურეკეთ ნაცნობ ადვოკატს.  შაბათ-კვირას, გინდათ თუ არა, ოჯახთან ერთად გაატარებთ – ოჯახის წევრები მოუთმენლად გელოდებიან და უარის თქმის მიზეზი არ არსებობს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close