სპორტი

რუსეთს ისტორიული ტრიუმფი ჩამოართვეს – დოპინგით მოგებული სოჭი 2014

რუს სპორტსმენს სოჭის ზამთრის თამაშებში მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს

რუსეთმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობა დაკარგა და ამის მიზეზი ამ ქვეყნის ბიატლონისტის, ევგენი უსტიუგოვის დისკვალიფიკაციაა, რომელსაც სოჭის თამაშებში მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს.

უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო დამნაშავედ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, 15 თებერვალს ცნეს. რუს სპორტსმენს აპელაციის შეტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში 21 დღის განმავლობაში შეუძლია.

მის გარდა, მამაკაცთა ესტაფეტაში გამოდიოდნენ ალეკსეი ვოლკოვი, დმიტრი მალიშკო და ანტონ შიპულინი. მაშინ რბოლაში მეორე ადგილი გერმანიის ნაკრებმა დაიკავა, მესამეზე ავსტრიელები გავიდნენ, მეოთხეზე – ნორვეგიელები.

რუსეთის ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართა და ის მასპინძელთა ტრიუმფალური გამარჯვებით (პირველად 20 წლის შემდეგ) დასრულდა.

მაგრამ უსტიუგოვის მედლის ჩამორთმევის შემდეგ რუსეთის გუნდის აქტივში სოჭში მოპოვებული 10 ოქროს, 9 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი დარჩა. შედეგად, საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგია გადადის, რომელსაც სოჭში 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი აქვს (მამაკაცთა ბიატლონის ესტაფეტის ბრინჯაოს ჩათვლით) მოპოვებული.

რუსეთი ამ ცხრილში სულაც მესამე ადგილამდე ქვეითდება, რადგან მეორეზე კანადა გადადის, რომელსაც ასევე 10 ოქროს მედალი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთზე მეტი ვერცხლი აქვს – 10.

popsport.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close