მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთში შტორმის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში შტორმის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ ცნობას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

იგეგმება სარკინიგზო მიმოსვლის დროებითი შეჩერებაც. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქია დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა ნაწილში ძლიერი წვიმას და ქარს გამოიწვევს, რის გამოც რიგ ადგილებში წყალდიდობაა მოსალოდნელი.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული ცენტრი იუწყება, შტორმის ფარგლებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 100 კილომეტრს გადააჭარბოს.

სტიქიის ზონაში მოხვდება ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილიც. აღნიშნულ რეგიონს კიდევ ერთი ძლიერი ქარიშხალი ერთი კვირის წინ დაატყდა თავს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close