ჯანმრთელობარჩევები

ჭამე, დაიძინე და… წონაში დაიკელი

ძილის დროს ზედმეტი კილოგრამების მოშორების 5 გზა

ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ წონაში დაკლება მძიმე შრომაა, რასაც თან ახლავს შეუპოვრად ვარჯიში და სწორი კვება. მაგრამ დიეტოლოგებმა საინტერესო გზები გამოძებნეს, რომლებიც სიზმარში რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს მოგაკლებთ. როგორ, ძილი და გახდომა? დიახ, ეს შესაძლებელია!

არსებობს ხუთი მარტივი ჩვევა, რომლებიც რეგულარულად უნდა გამოიყენოთ. მხოლოდ ასე მიაღწევთ კარგ შედეგს.

დაგეგმეთ მომდევნო დღ

დილით მოტივაციის შექმნა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია საღამოს დააწყოთ მომდევნო დღის გეგმები. ჩაალაგეთ ჩანთა, მოამზადეთ ნივთები და იფიქრეთ, საუზმეზე რას მიირთმევთ და თუ შესაძლებელია, საუზმის მოსამზადებელი ეტაპები ჩაატარეთ. ეს დაგეხმარებათ მშვიდად დაიძინოთ და მომდევნო დღეს კი თქვენი გეგმა განახორციელოთ. დღის დაგეგმვა საშუალებას მოგცემთ ბევრად მეტი გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ასწრებთ ხოლმე.

ნუ დაივიწყებთ ცილოვან კოქტეილებს

მრავალი ადამიანის აზრით, წონაში დასაკლებად საჭიროა უარი თქვათ ღამის საკვებზე. ამასთან, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მათ, ვინც ძილის წინ 30 წუთით ადრე ცილოვან კოქტეილს იღებდა, შეძლეს წონის დაკლება. ასეთი სასმელი დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმსა და წნევაზე.

ძილის წინ გამორთეთ განათება

თუნდაც ოდნავი შუქი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. განათება ჩვენში ძილის ფაზის ცვლილებებს იწვევს, ამიტომ ჩართული ტელევიზორის წინ დაძინება ცუდი იდეაა. ცუდი ძილი გავლენას ახდენს წონასა და კანზე – რაც უფრო ნაკლები დრო სძინავს ადამიანს, მით უფრო მეტ საკვებს მიირთმევს.

დაქოქეთ მაღვიძარა

ადამიანები, რომლებიც ერთი და იმავე დროს დგებიან, უფრო სწრაფად იკლებენ წონაში. ძილის ხარისხი და რაოდენობა ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს. იმისათვის, რომ სხეულმა ძალები სრულფასოვნად აღიდგინოს და დაისვენოს, მას 8 საათი ჯანმრთელი ძილი სჭირდება. ძილის უმნიშვნელო ნაკლებობაც კი ზრდის საკვების მოთხოვნილებას, ეს კი, თავისთავად ცხადია, ზედმეტ კილოგრამებს ნიშნავს.

განიავეთ საძინებელი ოთახი ძილის წინ

თბილ ოთახში ადამიანი ზარმაცი ხდება და უარს ამბობს სიარულზე. სიცივეში სხეული ენერგიის ხარჯვას ზრდის. ერთმა სამედიცინო ჟურნალმა ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში, ვინც 19°C ტემპერატურაზე იძინებდა, ყავისფერი ცხიმის მარაგი გაიზარდა. ეს ჯანსაღი ცხიმია, რომელიც ორგანიზმის თერმორეგულაციისათვის არის საჭირო და ის ხელს უწყობს კალორიების დაწვას. ვისაც 25°C ტემპერატურაზე ეძინა, მათ ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მარაგი არ გაიზარდა. თუ სიცივეში ძილი გიჭირთ, შეგიძლიათ თბილი პიჟამა ჩაიცვათ.

ძილი ცხოვრების რიტმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ინსტრუქციას მიჰყვებით, არა მხოლოდ კარგი განწყობა გექნებათ, არამედ ზედმეტ კილოგრამებსაც მოიცილებთ.

და მთავარი წესი! იძინეთ მინიმუმ 8 საათის განმავლობაში, რადგან ჯანმრთელი ძილი პირდაპირ მოქმედებს წონის დაკლებაზე.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close