საქართველოსაზოგადოება

მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია მთელ საქართველოში აღდგება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია აღდგება. ლამპრით ანუ ანთებული სანთლით უფალთან მიგებება სიმბოლურად ნათელთან მიგებებას ნიშნავს.

ეს ტრადიცია საქართველოში მხოლოდ სვანეთს შემორჩა.

წელსაც მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სვანეთში ლამპრობა გაიმართა. მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.

საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე ლამპრობას მესტიაში დაესწრო.

სვანეთში ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ. ამ დღისთვის ოჯახებში არყის ხისგან საგანგებოდ ამზადებენ ლამპრებს. ოჯახიდან გარეთ იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც არის ამ ოჯახში. მოსახლეობა სპეციალურად შერჩეულ ადგილზე იკრიბება და ლამპრებს თავს ერთად უყრის. ადგილზე ინთება კოცონიც. ტრადიციის მიხედვით, მოსახლეობა ერთობლივად ლოცულობს და ღმერთს შესთხოვს, რომ ოჯახში გვარის გამგრძელებლებმა იმრავლონ. შეკრების ადგილზე სპეციალურად გამომცხვარი სარიტუალო პური და სასმელი მიაქვთ, რომელიც ეკლესიაში იკურთხება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close