fbpx
საზოგადოებასაქართველო

ბიჭს, რომელმაც ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ

ნიკუშა მელნიკოვს, რომელმაც ერთი თვის წინ თავისი სვიტერი ძაღლს დაუთმო, ქუთაისის უნივერსიტეტი სწავლას დაუფინანსებს.

ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ნიკუშა მელნიკოვს ვეტერინარობის სპეციალობაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში 50%-ინი დაფინანსებით შესთავაზა.

ახალგაზრდამ თავის მომავალ პროფესიაზე ქუთაისიპოსტთან ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.

ის kutaisipost.ge-სთან საუბარში ამბობდა, რომ ვეტერინარობაზე ოცნებობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო სწავლას ვერ ახერხებდა.

ქუთაისის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მისი სწავლის  დაფინანსების სურვილი ნიკუშას ვიდეოს ნახვის შემდეგ  გაუჩნდათ. ნიკა, ამბობს, მისთვის ეს შეთავაზება მოულოდნელია და აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

„ეს არის სიურპრიზი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თავდაპირველად სიხარულისგან გავჩუმდი  და უცნაურად ვუყურებდი მათ. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ამ შანსით და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო ყველას იმედი და შესაძლოა ისიც, რომ საკუთარი კლინიკაც გავხსნა თავშესაფართან ერთად, სადაც ცხოველები უსაფრთხოდ იქნებიან და არ იგრძნობენ თავს იმ ადამიანების მიერ დაჩაგრულად ვინებმაც მიატოვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის უნივერსიტეტს, ძალიან დიდი საჩუქარია და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, ძაღლს რომ დავეხმარე და ამხელა საჩუქარი რომ გამიკეთეს. ეს ყველაფერი, ქუთაისიპოსტის დამსახურებაცაა“, – ამბობს ნიკა მელნიკოვი.

„ჩვენ ევროპის უნივერსიტეტში  ნიკუას სწავლის ღირებულების 50%-ს გადავიხდით“, – ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გაგა ჩიხლაძე.

22 წლის ნიკა მელნიკო სენაკიდანაა. უკვე მეოთხე  თვეა ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს და ამჟამად სუპერმარკეტში მუშაობს.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close