fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ონკანებიდან ალკოჰოლი წამოვიდა

ინდოეთის ქალაქ ტრისურის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. მიზეზი ონკანებიდან წამოსული ალკოჰოლი გახდა. თავიდან მათ ბინებში ალკოჰოლის სუნი იგრძნეს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ონკანიდან ლიქიორისა და წყლის ნარევი მოდიოდა. ინფორმაციას THENEWSMINUTE.COM-ი ავრცელებს.

როგორც გაირკვა, შენობის სიახლოვეს რამდენიმე წლის წინ ბარი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა და სპირტიანი სასმელების კონფისკაცია მოახდინა.

გასულ კვირას კი სასმელების უტილიზაციის პროცესი დაიწყო და კონფისკაციას დაქვემდებარებული ალკოჰოლი ბართან ჩამარხეს. შედეგად, 6 ათასი ლიტრი ალკოჰოლური სასმელი წყალმომარაგების სისტემაში შეერია.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close