საქართველოსპორტი

ქართველი მორაგბის ხსოვნის პატივსაცემად „გროლემ“ მაისური წარადგინა, რომელზეც ბორჯღალი და ქართული წარწერაა გამოსახული

ავტოავარიაში დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას ფრანგულმა კლუბმა პატივი მიაგო. „გროლემ“ ახალი ფორმა წარმოადგინა, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული და ქართულად აწერია: „ძალა ერთობაშია“.

ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ გუნდი სეზონის ბოლომდე ამ მაისურით ითამაშებს.

ავტოავარია 26 იანვარს მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და ბექა სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა.

imedinews.ge

ამავე თემაზე: ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close