ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

27 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ავტოავარია 26 იანვარს დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ (Graulhet) მოთამაშე იყო, მისი გუნდი „ლავორს“ უნდა დაპირისპირებოდა და იგი სწორედ ამ მატჩზე სათამაშოდ მიემგზავრებოდა, რა დროსაც, ფრანგული მედიის ცნობით, ბექამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. იგი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. ამ ფაქტის გამო მატჩი გადაიდო.

გამოცემის ცნობით, ავარიის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო კლიმატური პირობები – სქელი ნისლი და მოლიპული გზა.

„ჩვენი ქართველი დაცვა დღეს დილით გარდაიცვალა, როდესაც პელისუში მიემგზავრებოდა. მთელი გუნდი დამწუხრებულები ვართ და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს“, – დაწერა კლუბმა თავის ფეისბუქგვერდზე და პროფილის ფოტოდ ბექას ფოტოების კოლაჟი განათავსა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close