მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა, საპასუხოდ კი პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დახია (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ყოველწიური მიმართვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლამდე დონალდ ტრამპმა თავისი მოხსენების ასლები პრეზიდიუმის ხელმძღვანელებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის დაურიგა.

პელოსიმ საპასუხოდ პრეზიდენტს ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა მას ხელი არ ჩამოართვა. თეთრი სახლის ლიდერის გამოსვლის დასრულების შემდეგ პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დემონსტრაციულად დახია.

ტრამპსა და პელოსის შორის კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს. მათი ურთიერთობები იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close