fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

დედამიწაზე „სიგიჟის ქარი“ უბერავს – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა „სიგიჟის ქარი“ უწოდა დედამიწაზე მიმდინარე მზარდი ესკალაციის კონფლიქტებს. ორშაბათს ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიო გუტიერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, მათ შორის, ლიბიაში, იემენში, სირიაში და შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ამერიკაში არსებულ დაძაბულობებთან დაკავშირებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ის ადრე „იმედის ქარზე“ ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა იძულებულია „სიგიჟის ქარზე“ ისაუბროს:

„ყველა სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა არსებობს მზარდი არასტაბილურობის და ფეთქებადი დაძაბულობების შეგრძნება, რომელიც ყველაფერს გაცილებით უფრო არაპროგნოზირებადს და უკონტროლოს ხდის, არასწორი გათვლების მძიმე რისკებით“, – ამბობს ანტონიო გუტიერეში.

მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელიც ლეგალურ ვალდებულებებს ითვალისწინებს, „მელნის შეშრობამდეც კი უპატივცემულოდ ეპყრობიან“.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, გლობალური პრობლემები „ერთმანეთით იკვებება“. შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე ტერორიზმი იზრდება, მთავრობები სუსტდება, სიღარიბის პრობლემა კი ისევ ისე დაუძლეველი რჩება. გამოსვლის დასასრულს გუტიერეშმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ის მაქსიმალურად შეეცდება დიპლომატიის გზით მშვიდობის მიღწევას.

(შემოკლებით)

amerikiskhma.com

სრული ვერსია: https://www.amerikiskhma.com/a/un-antonio-guterres-wind-of-madness/5274796.html

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close