მსოფლიომოგზაურობაnews

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 80 ევრომდე გაიზარდა

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-იდან 80 ევრომდე გაიზარდა. შარშან მიღებული ცვლილება უკვე ძალაშია.

ცვლილება ეხება ყველა იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.

ახალი წესების თანახმად, განმცხადებელმა აპლიკაცია მგზავრობამდე მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე და არაუგვიანეს 15 დღისა უნდა წარადგინოს.

გარდა ამისა, შეცვლილი წესებით, დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებს შეუძლიათ, მრავალჯერადი ვიზა ერთის ნაცვლად ხუთწლიანი პერიოდით აიღონ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close