მსოფლიოnewsსაზოგადოება

მსოფლიოში ტანსაცმლის დაუთოება სირცხვილად იქცა

თუ დაუთოვება არ გიყვართ და ეკოლოგიაზეც ზრუნავთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება უთოზე უარის თქმა, გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სახელით.

ყველაფერი ცნობილი ფილიპინელი ფილანთროპისა და ბიზნესმენის, მარკ გერსავას ფეისბუქპოსტით დაიწყო:

„დღეიდან მე თავს უფლებას ვაძლევ, აღარ დავაუთოვო საკუთარი ტანსაცმელი, ნახშირორჟანგის გამოყოფა რომ შევამცირო.

იცოდით, რომ ელექტრონული უთოთი დაუთოება გარემოს ვნებს? საშუალოდ, თითოეული ადამიანი წელიწადში 190 კგ-ის ეკვივალენტ CO2-ს გამოყოფს, დაუთოების ხარჯზე. თუ 7 მლრდ ადამიანი ტანსაცმლის დაუთოებაზე იტყვის უარს, ჩვენ CO2-ს გამოყოფას წელიწადში 13 მლნ ტონით შევამცირებთ, რაც უზარმაზარი წვლილი იქნება კლიმატური ცვლილებების შენელებაში“.

ეს ინიციატივა სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაუუთოებელი ტანსაცმელი მოდელებზეც ვიხილოთ…

თქვენ იტყვით უარს დაუთოვებულ ტანსაცმელზე, პლანეტის სასარგებლოდ?

novate.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close