მსოფლიოსაზოგადოება

უჰანიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების თვითმფრინავს მოსკოვში დაჯდომის უფლება არ მისცეს

ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების თვითმფრინავს მოსკოვში დაჯდომის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. აეროპორტის ხელმძღვანელობამ ამის მიზეზად „რესურსების დეფიციტი“ დაასახელა.

„ეარბას ა310“-ს, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან 128 ადამიანი გადაჰყავდა, მოსკოვის აეროპორტში საწვავი უნდა შეევსო, თუმცა პილოტებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობის მოულოდნელი უარის გამო ვერ ისარგებლეს. შედეგად, თვითმფრინავმა საწვავი ჰელსინკიში დაიმატა, საიდანაც ფრანკფურტის მიმართულებით გაფრინდა.

გერმანიის სამხედრო უწყებაში რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის დაშვებაზე უარს „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს ხანში მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევენ.

უჰანიდან ევაკუირებულ გერმანიის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ, სადაც მათ 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოუწევთ ყოფნა. მათზე წითელი ჯვრის 27 თანამშრომელი იზრუნებს.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ქალაქ უჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არაერთმა სახელმწიფომ განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 12 000-ს აღწევს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close