საქართველოსაზოგადოება

ანკარაში დაეშვა თურქეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უჰანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან (ვიდეო)

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უჰანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.

როგორც თურქული მედია თავდაპირველად იუწყებოდა, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან თურქეთის 34, აზერბაიჯანის 7 და საქართველოს შვიდი 7 უნდა გამოეყვანათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 6-მა ადამიანმა ევაკუაციაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, ევაკუირებულ მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინში მოათავსებენ.

საქართველოს პირველ არხს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეა. კიდევ ორის ევაკუაცია ხვალ დილით განხორციელდება საფრანგეთში და ისინი იქვე გაივლიან საკარანტინო პერიოდს.

„დანარჩენმა ორმა მოქალაქემ კი ევაკუაციაზე უარი თქვა და უჰანში დარჩენა გადაწყვიტა. მათი თქმით, ისინი თავად უჰანში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ვიდრე სხვა ქვეყანაში. სხვა ქალაქებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ელჩმა.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა თურქეთის მხარის კეთილი ნება იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close