მსოფლიოსაზოგადოება

იაპონელმა მილიარდერმა გოგოსთან ერთად მთვარეზე მოგზაურობა გადაიფიქრა

იაპონელმა მილიარდერმა, რომელიც მთვარეზე მოგზაურობისთვის მეწყვილეს ეძებდა, ძიება შეწყვიტა, რადგან მარტო წასვლა გადაწყვიტა.

44 წლის მაეზავას მთვარეზე მოგზაურობისას რეალითი შოუს გაკეთება სურდა. გადაწყვეტილების შეცვლა მილიარდერმა „პირადი მიზეზებით“ ახსნა, თუმცა უფრო დეტალურად არაფერი უთქვამს. მან ტელეკომპანია AbemaTV-ს, რომელსაც შოუს ტრანსლირება უნდა განეხორციელებინა, მოუბოდიშა და ბოდიში მოუხადა იმ ქალებსაც, რომლებიც შესარჩევ ტურში ჩაეწერნენ.

ის, რომ იუსაკუ მაეზავა კომპანია SpaceX-ის პირველი ტურისტი იქნება კოსმოსში, ცნობილი 2018 წლის შემოდგომაზე გახდა. გეგმის თანახმად, 2023 წელს ის Starship-ის ხომალდით მთვარეს წრეს შემოუვლის. მინიმალური დაშორება ხომალდსა და მთვარეს შორის 200 კილომეტრი იქნება.

უცნობია, რა ოდენობის თანხა გადაიხადა მაეზავამ კოსმოსში მოგზაურობისთვის. მისი ქონება 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომელიც მაეზავამ ონლაინ-მაღაზია Zozotown-ის დახმარებით დააგროვა.

imedinews.ge

ამავე თემაზე: იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის მეგობარ გოგონას ეძებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close