მედიცინამსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდიან

ჩინეთში ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული ანტივირუსული პრეპარატი, თუმცა ექიმები რამდენიმე მედიკამენტს ტესტავენ, მათ შორის „ალუვიასაც“, რომელიც აივ ინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება.

ჩინეთში კორონავირუსით 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ე. წ. უჰანის პნევმონიას, რომელსაც აღნიშნული ვირუსი იწვევს, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ყველა ლეტალური შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, მათ შორის, აშშ-ში, იაპონიასა და საფრანგეთშიც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close