მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

მეგან მარკლის სახელი ზმნად აქციეს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (BREXIT-ის ანალოგი), როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს, თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა.

ახლა მეგან მარკლის სახელის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლებმა ზმნაც მოიფიქრეს – to Meghan Markle – „მეგანმარკლობა“.

ასეთი იდეით Twitter-ზე მომხმარებელი რაიან მარკერი გამოვიდა. მის პოსტზე ყურადღება გაამახვილეს უცხოურმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად, The New York Post-მა და The Guardian-მა.

„მეგანმარკლობა“ ნიშნავს – წარსულში დატოვო ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ და ცხოვრება მათ გარეშე გააგრძელო. ბრიტანული პრესა წერდა, რომ მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში არასაკმარისი სითბოთი მიიღეს. მეგან მარკლს გულთბილად არც ბრიტანული პრესა შეხვდა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც იმავე საკითხებთან დაკავშირებით პრინცი უილიამის ცოლს, ქეითს მედია ქებით მოიხსენიებდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close