fbpx
ეკონომიკაკრიმინალიპოლიტიკასაქართველო

ბათუმის ყოფილ მერს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი იყო 2014-2017 წლებში. ერმაკოვი და ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის კიდევ 6 ყოფილი მაღალჩინოსანი 2019 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში სოციალური პროექტის, „იაფი სახლის“ განსახორციელებლად 2015 წელს ჩატარებულ ტენდერს, რომლის შედეგად ბიუჯეტიდან 1 370 000 ლარი გაიფლანგა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close