fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

გავიდნენ და არ დაბრუნებულან: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში 2019 წელს

დღეისათვის საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ.

2019 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭეს 195 ადამიანს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

უწყების მონაცემებით, 195 ადამიანიდან იპოვეს 133, აქედან ათი მათგანი გარდაცვლილი იყო.

ნაპოვნი ადამიანებიდან ოთხი იყი ბელგიის მოქალაქე, ორი – საუდის არაბეთის, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის და იორდანიის თითო მოქალაქე. ყველა მათგანი ცოცხალია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის პოლიციამ ვერ იპოვა 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვი. გარდა ამისა, სამართალდამცველები ეძებენ:

უგზო-უკვლოდ დაკარგულები ასაკი
12 ადამიანი 61 წელს ზემოდ
5 ადამიანი 17-იდან 24 წლამდე
25 ადამიანი 25-იდან 44 წლამდე
13 ადამიანი 45-იდან 60 წლამდე

შსს-ს მონაცემებით, სულ 1973 წლიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6000 ადამიანი, ნაპოვნია დაახლოებით 5000.

დღეისათვის საქართველოში ათასი ადამიანი იძებნება: 208 ქალი და 792 მამაკაცი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close