მსოფლიოსაზოგადოება
თურქმა მაშველებმა 39 ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს
თურქმა მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ ცოტა, 39 ადამიანი გამოიყვანეს მიწისძვრის შემდეგ. ამის შესახებ დღეს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.
„ამ მომენტისთვის დანგრეული შენობებიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს 39 ადამიანი, სამუშაოები ისევ მიმდინარეობს“, – თქვა მან ტელეარხ NTV-ს ეთერში.
სოილუმ, აგრეთვე, საზოგადოებას გააცნო ახალი ინფორმაცია სტიქიური უბედურების მსხვერპლთა შესახებ. მისი სიტყვებით, დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამმართველოს მონაცემებით, რიხტერის სკალით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა პარასკევს, 24 იანვარს ადგილობრივი დროით 20:55 სთ-ზე მოხდა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ელაზიღში, რომლის მოსახლეობა 400 ათასი კაცია. სტიქიის კერა, რომელმაც მეზობელი პროვინცია – მალათიაც მოიცვა, 10 კმ-ის სიღრმეზე იყო. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ბევრ რეგიონში, აგრეთვე, მეზობელ ისრაელში, ერაყსა და სირიაშიც იგრძნობოდა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები