კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ბანკომატი აფეთქდა და 20-ევროანი კუპიურები ტროტუარზე მოეფინა (ვიდეო)

24 იანვრის ღამეს პატრაში ბანკომატი აფეთქდა, რის შედეგადაც 20-ევროანი კუპიურები ტროტუარს მოეფინა.

ბანკომატი სუპერმარკეტის ფასადზე იყო განთავსებული რიასის რაიონში, პატრაში. აფეთქება ღამის 3 საათზე დაუდგენელმა პირებმა მოაწყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობებმა აკრიფეს იმდენი ფული, რამდენის აკრეფაც მოკლე დროში მოასწრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ გაურკვეველი მიმართულებით, ავტომობილით, რომელიც მათ ელოდებოდათ.

აფეთქების შედეგად ბანკომატთან ერთად სუპერმარკეტის ფასადიც დაზიანდა. პოლიციამ მაშინვე ატეხა განგაში, როგორც კი შესაბამისი სიგნალი მიიღო. შედეგად, გაიცა ბრძანება სატრანსპორტო საშუალების დაკავების შესახებ, რომლის ნომრებიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ამჟამად მიმდინარეობს დამნაშავეთა ძებნა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: rua.gr

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close