სალომე ზურაბიშვილი – პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთის პრეზიდენტად კატერინა საკელაროპულუს არჩევას ეხმაურება.
პრეზიდენტის თქმით, ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვულოცავ კატერინა საკელაროპულუს და ველოდები მასთან ახლო თანამშრომლობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიკრბლოგ ტვიტერში.
გუშინ, 22 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი აირჩია – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 63 წლის კატერინა საკელაროპულუ.
The election of the first Greek female President is an important step for Greece. Congratulations to Katerina Sakellaropoulou upon her election! I look forward to cooperate closely together. #WomeninPower 🇬🇪🇬🇷
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 23, 2020
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილიც პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, თუმცა კატერინა საკელაროპულუსაგან განსხვავებით იგი საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ნაცვლად 6 წლით. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები