fbpx
პოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

სალომე ზურაბიშვილი – პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთის პრეზიდენტად კატერინა საკელაროპულუს არჩევას ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით, ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვულოცავ კატერინა საკელაროპულუს და ველოდები მასთან ახლო თანამშრომლობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიკრბლოგ ტვიტერში.

გუშინ, 22 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი აირჩია – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 63 წლის კატერინა საკელაროპულუ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილიც პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, თუმცა კატერინა საკელაროპულუსაგან განსხვავებით იგი  საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ნაცვლად 6 წლით. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close