fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

კაცმა მეორად დივანში 40 000 დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ვიდეო)

მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ჰოვარდ კირბიმ 2019 წლის დეკემბერში საკომისიო მაღაზიაში დივანი შეიძინა. კაცი მას რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა და ამ ხნის განმავლობაში ეჩვენებოდა, რომ მასზე ჯდომა მოუხერხებელია.

ერთ დღესაც მისმა შვილმა დივანი შესამოწმებლად გახსნა და ის ფულით სავსე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, კირბიმ და მისმა შვილმა მეორადი ავეჯიდან 40 000 დოლარი ამოიღეს.

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს, თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი გასაყიდად მიიტანა.

როგორც გაირკვა, ეს დივანი ქალის პაპის იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. კირბიმ ქალს თანხა მთლიანად დაუბრუნა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close