მედიცინამსოფლიოსპორტი

იტალიელი ნეიროქირურგი – მიხაელ შუმახერი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო

იტალიელმა ნეიროქირურგმა ნიკოლა აკიარიმ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, „ფერარის“ ყოფილი პილოტის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები გაამხილა.

2013 წლის დეკემბერში გერმანელმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე აღდგენით კურსს გადის.

„ეს ადამიანი ძალიან განსხვავდება იმისგან, ვისაც ჩვენ ფორმულა 1-ის ტრასებიდან ვიცნობდით, – განაცხადა სპეციალისტმა Contro Copertina-სთან კომენტარში. – მისი ორგანული სტრუქტურა, კუნთებისა და თავის ქალის სტრუქტურა შეიცვალა და გაუარესდა. ეს არის ტვინზე მიღებული დაზიანების შედეგი“.

კომიდან გამოსვლის შემდეგ მიხაელ შუმახერი ერთხელაც არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე. მისი ოჯახის წევრები ყოფილი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საიდუმლოდ ინახავენ.

1tv.ge

მსგავს თემაზე: მიხაელ შუმახერს რამდენიმეწლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close