მედიცინამსოფლიოსაზოგადოებასპორტი

მიხაელ შუმახერს რამდენიმეწლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებენ

ფორმულა 1-ის გერმანელ პილოტს და მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებენ. ამის შესახებ გამოცემა LE PARISIEN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ლეგენდარული სპორტსმენი მალულად გადაიყვანეს პარიზში მდებარე ჟორჟ პომპიდუს სახელობის ევროპულ საავადმყოფოში, სადაც მას უჯრედული თერაპიის ერთ-ერთი პიონერი, 69 წლის პროფესორი ფილიპ მენაშე ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებს.

მიხაელ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას საფრანგეთის ალპებში ქვას შეეჯახა, რომელიც ახალდადებულ თოვლში არ ჩანდა, დაეცა და თავის მარჯვენა ნაწილი კლდის შვერილს მიარტყა. შედეგად ჩაფხუტი გადაიხსნა და გერმანელმა სპორტსმენმა თავის ქალის დაზიანება მიიღო. თავიდან იგი გონებაზე იყო და მისი მდგომარეობა მძიმედ არ ფასდებოდა, თუმცა ვერტმფრენით გადაყვანისას კოლაფსი მოხდა და ექიმები იძულებულები გახდნენ, შუმახერი ხელოვნურ კომაში ჩაეგდოთ. იგი დღემდე კომაში იყო და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა შვეიცარიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახი ამ წლების განმავლობაში სპორტსმენის მდგომარეობზე არ საუბრობდა, ეს თემა, პრაქტიკულად, ტაბუდადებული იყო.

2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაელის მკურნალობაზე ოჯახმა 16 მლნ ევრო დაახარჯა. ისინი იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ სახლი ნორვეგიაში და სპორტსმენის თვითმფრინავი.

მიხაელ შუმახერი „ფორმულა-1-ში“ 1991-იდან 2006 წლამდე და 2010-იდან 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ პერიოდში გერმანელი ავტომრბოლელი შვიდჯერ გახდა ჩემპიონი (1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003, 2004 წლებში). იგი გამოდიოდა მანქანებით: „ჯორდანი“, „ბენეტონი“, „ფერარი“ და „მერსედესი“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close