მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

საინტერესო ფაქტები ფრენკ სინატრას შესახებ

თავისი გამორჩეული ხმითა და ხიბლით ცნობილი ფრენკ სინატრა მსოფლიოს ახსოვს, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მომღერალი და ხელოვანი.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ფრენკ სინატრას შესახებ:

1. ფრენსის ალბერტ სინატრას (დაბ. 12 დეკ,.1915 წ.) ნაწიბურები ჰქონდა დაბადებიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მარცხენა ლოყაზე, კისერზე და ყურზე, რომლებიც დედის მშობიარობისთვის გამოყენებული პინცეტის გამო დარჩა. მას ასევე გახეთქილი ჰქონდა ყურის დაფის აპკი, რის გამოც იგი მეორე მსოფლიო ომში არ წაიყვანეს.

2. სინატრას მშობლები იტალიელები იყვნენ. სინატრას დედა, ნატალინა „დოლი“ გარავეანტა იყო, ლითოგრაფის ქალიშვილი ქალაქ გენუიდან. იგი ძალიან გავლენიან პირად იქცა ადგილობრივ დემოკრატიულ წრეებში. ნატალინა ბებიაქალად მუშაობდა და, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ის ასევე მართავდა არალეგალური აბორტის კლინიკას იტალიელი კათოლიკეებისთვის.

სინატრას მამა, ანტონინო მარტინო „მარტი“ სინატრა, მოკრივე, რომელიც იბრძოდა Marty O’Brien-ის სახელით, ამერიკაში 1903 წელს ჩავიდა დედასა და დებთან ერთად. მამა უკვე ამერიკაში ელოდებოდათ.

3. დიდი დეპრესიის დროს დედა ხშირად აძლევდა სინატრას ფულს ძვირადღირებული ტანსაცმლის შესაძენად, ამიტომ ხალხი მას ხშირად უწოდებდა „სამეზობლოში ყველაზე კარგად ჩაცმულ ბავშვს“. სინატრა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცნობილი იყო თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით.

4. 1938 წელს სინატრა ქალის შეცდენისთვის დააპატიმრეს ნიუ-ჯერსიში. მას მოგვიანებით ბრალი ედებოდა მრუშობაში, როდესაც დადგინდა, რომ ქალი სინამდვილეში დაქორწინებული იყო. საბოლოოდ, გამოძიების შემდეგ, საქმე დაიხურა.

5. 1963 წლის 8 დეკემბერს სინატრას შვილი გაიტაცეს და მას 240 000 დოლარი მოსთხოვეს გამოსასყიდის სახით შვილის უსაფრთხო დაბრუნებისთვის. გამტაცებლებმა სინატრას მხოლოდ ტელეფონით დარეკვის უფლება მისცეს. ზარის დროს სინატრას მონეტები გაუთავდა და იგი შეშინდა, რომ ეს შეცდომა მას მისი შვილის სიცოცხლედ დაუჯდებოდა. მოგვიანებით მან მოახერხა გამოსასყიდი თანხის გადახდა და ფრანკი უმცროსი უსაფრთხოდ დაიბრუნა. ამ შემთხვევის შემდეგ სინატრას ყოველთვის თან ჰქონდა 10-ცენტიანი მონეტები.

6. FBI მას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა, მაფიასთან სავარაუდო კავშირის გამო. მათ მომღერალზე ორი ათასზე მეტი დოკუმენტი ჰქონდათ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სინატრამ უარყო რაიმე სახის კავშირი, მაფიასთან მისი ასოციაცია არასოდეს შეწყვეტილა.

7. სინატრა პრეზიდენტ ჯონ კენედის ახლო მეგობარი იყო. სინატრა კენედის პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა. კინედის კამპანიის დროს გამოიყენეს სინატრას სიმღერა „დიდი იმედები“ (“High Hopes”), თუმცა მათი მეგობრობა შეწყდა კენედის სიკვდილის წინ, მაფიასთან სინატრას სავარაუდო კავშირის გამო. როდესაც კენედის მკვლელობის შესახებ შეიტყო, სინატრას თქმით, იგი დღეების განმავლობაში ტიროდა თავის საძინებელში.

8. სინატრა გარდაიცვალა 1998 წლის 14 მაისს 82 წლის ასაკში. მის დაკრძალვას 400-მდე მგლოვიარე დაესწრო. დაკრძალვამდე, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა კუბოში რამდენიმე ნივთი განათავსეს: „ჯეკ დენიელსის“ პატარა ბოთლი, სიგარეტ „ქემელის“ კოლოფი და „ზიპოს“ სანთებელა, აგრეთვე, 10-ცენტიანი მონეტა.

თინა ბედიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close