fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა ახალგაზრდები სესხებისგან გაათავისუფლოს

ბოლო დროს ნიდერლანდელი სტუდენტები სულ უფრო და უფრო მეტ სესხს იღებენ. როგორც GUARDIAN-ი წერს, ეს საერთოევროპულ ტენდენციად იქცა (მათ შორის, ბრიტანეთშიც). ამის გამო ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს და „ახალი სტარტის“ შესაძლებლობა მისცეს.

მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდების ვალებს შეისყიდის და მათ სესხებისგან გაათავისუფლებს.

საპილოტე პროექტი თებერვალში დაიწყება და ის გათვლილია იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც განათლების მიღება სურთ ან სამსახურს ეძებენ.

პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებს, სტიმულის სახით, თითო ვალის შესყიდვის სანაცვლოდ 750 ევროს შესთავაზებს, პროექტში ჩართულ სტუდენტებს კი, შესაძლებლობების მიხედვით, ვალის გადაფარვის მოქნილი ტარიფები დაუწესდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუნიციპალური ბანკის მიერ შეთავაზებულ  ტრეინინგებსა ან განათლების პროგრამებში წარმატებულები იქნებიან, მათ ვალების დიდი ნაწილი ჩამოეწერებათ.

„ვალები ძალიან დიდ სტრესს იწვევს, ახალგაზრდების შემთხვევაში კი, სესხი ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს და განვითარების შანსს უკლავს. ჩვენ გვინდა ეს რეალობა შევცვალოთ“, – ამბობს ამსტერდამის მერის მოადგილე მარჯოლეინ მოორმანი.

თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ამ სქემაში ჩაერთვება ქოუჩს  (coach, სპეციალური კონსულტანტი) მიამაგრებენ, რომელთან ერთადაც ისინი ცვლილებათა გეგმას მოამზადებენ და კონსულტანტი მათ გადაწყვეტილებების განხორციელებაში დაეხმარება.

ოფიციალური მონაცემებით,18-იდან 34 წლამდე ამსტერდამელების მესამედზე მეტს (34%) სესხი აქვს აღებული. ბოლო 4 წელიწადში, საშუალოდ, სტუდენტური სესხი 12 400 ევროდანდან 13 700 ევრომდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაიზარდა იმ სტუდენტების რიცხვიც, რომლებიც სწავლის საფასურს ვერ იხდიან და ვალად ადევთ – 2015 წელს ასეთი ახალგაზრდა სულ 388 ათასი იყო, 2019 წელს 1,4 მილიონია.

პროექტის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იდეა წარმატებით განხორციელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close