ყველის სამშობლოდ შესაძლოა საქართველო დასახელდეს – BBC
საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოდ დასახელდეს – ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.
სტატიის ავტორი ტეილორ ვეიდმენი „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მცხეთის ადგილობრივ მუზეუმს აქვს არქეოლოგიური მასალა, რომლითაც მტკიცდება, რომ ათასობით წლის წინათ ქართველებმა პირველებმა დაამზადეს ყველი.
„საბჭოთა კავშირის დროს, 1921-1991 წლებში, საბჭოთა ერების დასახმარებლად მთავრობამ ყველის დიდი რაოდენობით წარმოება დაგეგმა. გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო სწრაფი წარმოება, ძირითადად, ოთხი სახეობის ყველი იწარმოებოდა: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, მათი პოპულარობა ნელ-ნელა დაიკარგა და აღარ იწარმოებოდა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძემაც მხოლოდ ყველის ეს ოთხი სახეობა იცოდა, სანამ ძველი ვერსიების შესახებ შეიტყობდა. მთლიანობაში მკვლევარმა საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი სახეობის ყველი აღმოაჩინა“, – წერს ვეიდმანი სტატიაში.
კომენტარები